ყვავილის მტვერი

ფუტკრის პროდუქცია

ფუტკრის ფეხგუნდა (ყვავილის მტვერი) ევოლუციის პროცესში მცენარეებმა, რომელთაც დამტვერვა სჭირდებოდა, მწერების მოსაზიდად ძალიან გემრიელი და ნოყიერი ყვავილის მტვრის გამომუშავება დაიწყეს, მცენარეთა უმეტესობის ყვავილის მტვერი საუკეთესო საკვები თვისებებით ხასიათდება. ფუტკრის ფეხგუნდა- ფუტკრების მიერ მოგროვილი და ფერმენტირებული ყვავილის მტვერია, რომელიც არ არის ალერგიული.
ყვავილის მტვერი (ფეხგუნდა) 250-ზე მეტი დასახელების ნივთიერებას შეიცავს: ამინომჟავებს, ცილებს, ლიპიდებს, ფერმენტებს, უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტებს (კალიუმს, რკინას, სელენს, მაგნიუმს, თუთიას და სხვებს) და B ვიტამინების სრულ ჯგუფს, A, C, E ვიტამინებს. საკვები ნივთიერებების შემცველობით ყვავილის მტვერი ყველაზე მდიდარია ფუტკრის პროდუქტებში. ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა) ხსნის ანთებას, აჩქარებს შეხორცების პროცესებს, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, მათ შორის ღვიძლის უჯრედების. ეფექტურია გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, მიოკარდიტების და გულის რევმატიზმის კომპლექსური მკურნალობისთვის. ყვავილის მტვრის (ფეხგუნდის) მიღების შემთხვევაში უმჯობესდება ლიპიდური ცვლის მაჩვენებლები, ნორმალიზდება გულის რიტმი, იზრდება შრომისუნარიანობა. ყვავილის მტვერი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ამაგრებს კაპილარების კედლებს. მასში შედის თითქმის ყველა ის მიკროელემენტი, რომელიც ადამიანის სისხლშია – რკინა, სპილენძი და მანგანუმი. ყვავილის მტვერი განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისთვის აქტიური ზრდის პერიოდში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ და პოსტოპერაციულ პერიოდში.

 
We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Accept all Decline all Change preferences
Cookies